ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში გრიგოლ ვაშაძემ ხმების 48,72 %, სალომე ზურაბიშვილმა კი 51,28 % მიიღო [R]

29 ნოემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში გრიგოლ ვაშაძემ ხმების 48,72 %, სალომე ზურაბიშვილმა კი 51,28 % მიიღო [R]

არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა ქუთაისის 59 -ე საოლქო სააჩევნო კომისიამ. შედეგების თანახმად, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 78014 მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ხმების 49,92 % ია. მათგან ხმა 36 676 ხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგილ ვაშაძემ მიიღო, რაც ხმების 48,72 % ია. დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 38 601 ხმა მიიღო, რაც ხმების 51:28 % ია. დაახლოებით 2735 ბიულეტენი გაბათილებულია. საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 17 საჩივარია შესული, ყველა მათგანი არის პროცედურული ხასიათის. “რაც შეეხება შემაჯამებელი ოქმებთან დაკავშირებით საჩივრებს, მათი შემოტანის ვადა 2 დღეა, შესაბამისად ასეთი საჩივრების განხილვა 2 დღის შემდეგ დაიწყება, მანამ კი განვიხილავთ 17 საჩივარს, რომლებიც არის პროცედურული ხასიათის და არჩევნების შედეგს ვერ შეცვლის”, -განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. პირველ ტურთან შედარებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 13 014-ით მეტმა მოქალაქემ მიიღო. მეორე ტურში დამატებით 7091-მა ადამიანმა მისცა ხმა გრიგოლ ვაშაძეს. სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების ოდენობა პირველ ტურთან მონაცემებით 20 542 ხმით გაიზარდა.

პირველი ტურის მონაცემებით, ვაშაძეს ხმა არჩევნებზე მისული 65 000 ამომრჩევლიდან 29 585-მა ამომრჩეველმა მისცა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 059 ხმა დააგროვა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,56 % მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ – 40 , 44 %. მონაცემები წინასწარია და შესაძლებელია მცირედი ცვლილებაც.