ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სტიქიამ სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს, წააქცია 25 ხე და დააზიანა 5 ავტომანქანა

30 ნოემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

სტიქიამ სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს, წააქცია 25 ხე და დააზიანა 5 ავტომანქანა

ძლიერმა ქარმა ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე ხე მოგლიჯა. ხე ავტომანქანას დაეცა, მასში არავინ იჯდა. ხის წაქცევის შედეგად პრობლემები შეექმნდა ქუჩაში მოძრაო საზოგადოებრივ ტრანსპორტს- შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის რეგიონიდან შემოსულია 210 შეტყობინება.

ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს, წააქცია 25 ხე და დააზიანა 5 ავტომანქანა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე – მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.

ძლიერი ქარის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან შემოსულია 57 შეტყობინება.

ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი გადახადა და დააზიანა ხეები.