პარლამენტი რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. რეგლამენტით პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა.
პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერის თამარ ჩუგიშვილის განცხადებით იანვარში ქუთაისიდან ტექნიკის გადატნა დაიწყება. “ასევე მინდა გითხრათ, რომ იანვარში სესიები არ გაიმართება, რადგან აპარატურა ქუთაისიდან თბილისში უნდა გადაიტანონ, მომდევნო წელს პირველი სესია კი თბილისში ჩატარდება”-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.