ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების და პროექტების მიღება მოახდინა. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი იდეა პროექტის სახით, ელექტრონულად საიტზე VOLIS.KUTAISI.GOV.GE განეთავსებინათ.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ნებისმიერ მსურველს მიმდინარე წლის 6 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდა საკუთარი იდეა წარედგინა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. 29 პროექტიდან კი ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ 3 შეარჩია.
3 შერჩეული ინიციატივიდან, ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში აისახება.
ქუთაისის მერია მოქალაქეებს პროექტის შესრჩევაში აქტიურობისაკენ მოუწოდებენ.
საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა https://goo.gl/forms/yHYTNJtjdtdqgDYi2 ბმულზეა.
ხმის მიცემა მ/წ 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ინიციატივებ შორისაა მესხიშვილისა და ოპერის თეატრების შშმ პირებისათვის ადაპტირება, ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა და ამფითეატრის გახსნა