სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ მსჯელობა არ ყოფილა”

6 დეკემბერი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ მსჯელობა არ ყოფილა”

თავადაცვის მინისტრის, ლევან იზორიას პოსტიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა, ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისათვის მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს არ უნდა ველოდეთ.

„ჩვენ არ გვქონია მსჯელობა ბატონ ლევან იზორიას ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, მნიშვნელოვან გადაადგილებებს ამ დროისთვის არ უნდა ველოდოთ. კონკრეტულად ბატონ ლევანთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა“,–განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, თანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, მინისტრის შესაძლო შემცვლელად კი იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის კანდიდატურა დასახელდა.