ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონში გზის საფარის ჩანგრევას მანგანუმის მოპოვების სამუშაოებს უკავშირებენ

6 დეკემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

ზესტაფონში გზის საფარის ჩანგრევას მანგანუმის მოპოვების სამუშაოებს უკავშირებენ

ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე გზის საფარი ჩაინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემა მანგანუმის მოპოვების ინტენსიურმა სამუშაოებმა გამოიწვია, რამაც ქუჩა დააზიანა.

“ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძირის გამოთხრა ჭანტურიას ქუჩისთვის და დაინტერესებული პირები მანგანუმის მოპოვებას აგრძელებენ, ეს კი საფრთხეს უქმნის თითოეულ ადამიანს, რადგან აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება დღითიდღე საშიში ხდება”-აცხადებს ადგილობრივი გიგა გაბრიჭიძე.

ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირევით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.