ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

10 დეკემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

19 წლის ქუთაისელი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა.

შსს-ს ინგორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, 19 წლის დიმა გორგიძე თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად გარდაიცვალა. ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ ორმა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამივე ახალგაზრდა ქუთაისიდან არიან.