ქუთაისში, 12 დეკემბერს აბონენტების მნიშვნელოვან ნაწუილს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება, მათ შორის მოხვდა ერთი კლინიკა და რამდენიმე სავაჭრო ცენტრი.
ენერგო პრო ჯორჯიას ქუთაისის სერვის ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ქუთაისი 3“-ში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 დეკემბერს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს ქ. ქუთაისში – ილია ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, დავით აღმაშენებლის, შარტავას, გამარჯვების, თავისუფლების, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლს“, „იმერეთს“, კლინიკა „ბომონდს“-.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნვეყოფის მიზნით ელექტროქსელისა და გამანაწილებელი მოწყობილობების გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები პერიოდულად ყველა მ/ძ ქვესადგურში ტარდება.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.