ქუთაისის საკალათბურთო გუნდი სუპერთასის მფლობელია. “ქუთაისი 2010″–მა თბილისის “დინამო ანგარიშით 75:67 დაამარცხა.
ლეგენდარული სპორტსმენისა და მწვრთნელის, მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის 2018 წლის სუპერთასის შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
ქუთაისის გუნდისთვის ეს მე-5 სუპერფინალი იყო. წინა ოთხიდან ქუთაისელებმა ერთი მოიგეს და სამი წააგეს. აღნიშნულ სუპერფინალში ქუთაისმა 2014 წელს გაიმარჯვა. მაშინაც “დინამოსთან” გაიმარჯვა.