ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ტაძრისაკენ მიმავალი გზა” პარალიზებულია

7 ივლისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი ანი ლიპარიშვილი • 1

“ტაძრისაკენ მიმავალი გზა” პარალიზებულია

აპრილში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გელათის ქუჩა ამ დრომდე პარალიზებულია. გადათხრილი გზა ტრანსპორტის მოძრაობას შეუძლებელს ხდის. დროში გაჭიანურებული სამუშაოების გამო უკმაყოფილო მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, მოაწყვეს აქციები. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, გელათის ქუჩაზე სამუშაოები ვადების მიხედვით ხორციელდება. უგზოობას წყლის პრობლემაც დაემატა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალი შეზღუდვით და ისიც დაბინძურებული მიეწოდებათ. გელათის ქუჩაზე სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული შპს „გზამშენი 21–ე“ ასრულებს. კომპანიამ ქუჩის რეაბილიტაცია 2925000 ლარად უნდა მოახდინოს.

თეგები: გელათის ქუჩავიდეო სიუჟეტიმოსახლეობარეაბილიტაცია