საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, კანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქუთაისში დევნილებისათვის ბინების გადაცემის პროცესს დაესწრება.
ქუთაისში დევნილებს ბინები 24 დეკემბერს აღმაშენებლის გამზირზე #112-ში გადაეცემათ.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამჯერად, ბინები იმ ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. ჯამში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა.
გუმათის ნგრევად ობიექტში მცხოვრებმა 7-მა ოჯახმა კი მიიღო ადმინისტრაციული დაპირება, რომ ერთოთახიანი ბინები მომდევნო განაწილებაზე გადაეცემათ.
დევნილებისათვის ბინების გადაცემის პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, 2019 წელს, საცხოვრებელი ფართები 725 დევნილ ოჯახს გადაეცემა.