სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ

23 დეკემბერი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ

ქუთაისში ცენტრალურ ბულვარში, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდეს.

მთავარი ერთ–ერთი მოთხოვნაა, 1991–1992 წლების მოვლენები შეფასდეს, როგორც ხელისუფლების დამხობა.

“1991-92 წლების მოვლენები კანონიერი ხლისუფლების დამხობად უნდა შეფასდეს. ამასთან, დაჩქარდეს და რეალური გამოძიება ჩატარდეს, რადგან თაროზე არ იყოს შემოდებული გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალები”- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.