ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

,,დედაენის” სასწავლო პროცესში დაბრუნებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

27 დეკემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

,,დედაენის” სასწავლო პროცესში დაბრუნებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს ,,დედაენა” სასწავლო პროცესში, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოსთან ერთად, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და დაბეჭდავს მას სასწავლო პროცესისთვის.

აღნიშნული ინიციატივა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს ,,დედაენის”, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანობის, დოკუმენტირების, კვლევის, იდენტიფიცირებისა და პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას.​