სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დატოვე პარლამენტი ქუთაისში!- დეპუტატებს გადაწყვეტილების შეცვლისაკენ მოუწოდებენ

27 დეკემბერი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

დატოვე პარლამენტი ქუთაისში!- დეპუტატებს გადაწყვეტილების შეცვლისაკენ მოუწოდებენ

დატოვე პარლამენტი ქუთაისში – ამ შინაარსის პლაკატი პლენარულ სხდომაზე გამოფინეს.

საინიციატივო ჯგუფის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრებმა და ჟურნალისტებმა პერფორმანსით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა გააპროტესტეს. მათი თქმით, ქუთაისმა დაკარგა სტატუსი და ამით მნიშვნელოვნად დაზარალდება.

“პარლამენტი გადაიტანეს ქუთაისიდან და წაართვეს სტატუსი. საინიციატივო ჯგუფი აპროტესტებს პარლამენტის გადატანას, ვგეგმავთ 30 000 ხელმოწერის შეგროვებას და პარლამენტში პეტიციის შეტანას, რათა გადაიხედოს გადაწყვეტილება, რომელიც ქუთაისის განვითარებას შეაფერხებს”-განაცხადა ეკა ფხაკაძემ.

პერფორმანსს “ევროპული საქართველოს” აპლოდისმენტები მოყვა.