ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკი შეიცვლება.
მერიაში “ნიუპრესს” განუცხადეს, რომ ახალი წლის ღამეს ყველა სამარშრუტო ხაზზე ტრანსპორტის გრაფიკი გაიზრდება და 24:00 საათამდე იმუშავებენ.
მათივე ინფორმაციით, გალა კონცერტის გამო, შესაძლოა, რამდენიმე მიკროავტობუსმა ქალაქის სხვადასხვა უბნის მიმართულებით 03:00 საათამდე გააგრძელოს მუშაობა.
31 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში ცენტრალური მოედანი გადაიკეტება და მოძრაობა პარალელური ქუჩებით იქნება შესაძლებელი.
გალა კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.