ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხე ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა ბავშვებთან ერთად აანთეს.
გიორგი ჭიღვარიამ და შავლეგო ტაბატაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
“ვულოცავ მთელს საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ წარმატებულ წელს და სურვილების ასრულებას. მადლობა ვუხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ნაძვის ხის მორთვასა და საახალწლო განწყობის შექმნაში”,-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, ახალ წელს მომზადებული ხვდება იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტი. მან მოსახლეობას დამდეგი დღესასწაული მიულოცა. ცერემონიაზე გორის ქალთა გუნდმა იმღერა. გუნდმა ცნობილი საახალწლო და საშობაო სიმღერები შეასრულა.