ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“უკვე ვისწავლე და ვიცი დროის ფასი” – ვან-გეგა

30 დეკემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

“უკვე ვისწავლე და ვიცი დროის ფასი” – ვან-გეგა

ქუთაისში გეგა სოფრომაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სასტუმრო “ბესთ ვესტერნში” ვან-გეგას რამდენიმე ათეული ნახატი იყო წარმოდგენელი. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ქონდათ სასურველი ნახატი სიმბოლურ თანხად შეეძინათ.

ვან-გეგამ სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხა.

“მადლობა, რომ მოხვედით და შეიძინეთ ნახატები, ხატვა ჩემთვის სიცოცხლესავით ძვირფასია, უკვე ვიცი და ვისწავლე დროის ფასი და შევეცდები მეტი გავაკეთო”-განაცხადა ვან-გეგამ.

კომპანიებთან და მოქალაქებთან ერთად 8 წლის მხატვრის ნახატები შეიძინეს ქუთაისის მერმა და ვიცე-მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ქუთაისის მაჟორიტარმა-დეპუტატმა.

გეგამ ხატვა სამი წლის ასაკში დაიწყო და უკვე ცხრა კონკურსის გამარჯვებულია, ასევე არის გლობალური საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი და ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული.

გამოფენა ქუთაისის მერიის და სასტუმრო “ბესტ ვესტერნის” მხარაჭერით გაიმართა.