ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სალომე ზურაბიშვილმა სამი ქალბატონი შეიწყალა

31 დეკემბერი, 2018 • Newpress • 1

სალომე ზურაბიშვილმა სამი ქალბატონი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პირველი აქტი გამოსცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიის ინფორმაციით, შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე – მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა.

სამივე მსჯავრდებული ქალბატონი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს შესაბამისი პროცედურების გავლით კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდეს.