2019 წლის პირველი ქუთაისელი პირველ იანვარს 00.05 საათზე დაიბადა. ახალშობილი თომა ჯალაღანიაა, რომელიც ქუთაისის #3 სამშობიარო სახლში დაიბადა. იმავე დღეს ქალაქის სხვადასხვა სამშობიაროში სულ 8 ბავშვი დაიბადა. ახალშობილი თომა ჯალაღანია და დედა ნათია ჯაბუა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა. ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, ყველა ვინც პირველ იანვარს დაიბადა, გარკვეულ თანხას მიიღებს. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 5 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხა თითოეულ მათგანზე თანაბრად გადანაწილდება. 
ქუთაისში 2019 წლის პირველი ახალშობილი თომა ჯალაღანია გახდა
3 იანვარი, 2019 • ნიუპრესი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები