სამტრედიაში, „ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგად ერთი თანამშრომელი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტის ჩავარდნის შედეგად 21 წლის ბიჭი დაშავდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.