ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალის გაძარცვა სცადეს

11 იანვარი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალის გაძარცვა სცადეს

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე “საქართველოს ბანკის” ფილიალის გაძარცვა სცადეს.

არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობას ცდილობდნენ.

შემთხვევა წუხელ, გვიან მოხდა. მომხდარის შედეგად, დაზიანებულია ფილიალის კარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-177-ე მუხლით, ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.