ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

12 იანვარი, 2019 • ნიუპრესი • 1

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

იმერეთში, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 67-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აიკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 16:30 საათიდან მოქმედებს.

„აღნიშნულ მონაკვეთზე საბაგირო გზის მადნეულის გადასაზიდი ვაგონი დაზიანდა, რომლის შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა არაუმეტეს ერთი საათისა აიკრძალება. როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.