სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, ხანძრის შედეგად, სილამაზის სალონი დაიწვა

14 იანვარი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში, ხანძრის შედეგად, სილამაზის სალონი დაიწვა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში სილამაზის სალონში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ცეცხლი დილის ხუთ საათზე გაჩნდა, რის შედეგადაც 60 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ხანძარი ლოკალიზებულია.

ფოტო: სოციალური ქსელიდან