ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილი ქვეითს – 53 წლის მამაკაცს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა, გუშინ ღამის საათებში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ტროტუარის მოუწესრიგებლობის გამო, იძულებული იყო სამანქანო გზაზე გადასულიყო. რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.
შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა.
მძღოლი მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმნედებები მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიაში მოუწესრიგებელ ტროტუარებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.