ქუთაისში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მშობლების საფლავზე თავი ჩამოიხრჩო.
შემთხვევა ავანგარდში, დღეს, საღამოს საათებში მოხდა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.