ქუთაისთან ახლოს, წყალწითელას ხიდიდან ტრაილერი გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ქალბატონი.
მომხდართან დაკავშირებით სს საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.
შემთხვევის ადგილიდან ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“ფრთხილად და ნელა იარეთ ხალხო, რად უნდა მაგას რეგულაცია და შეზღუდვები”, – წერს ლევან ჭანჭალეიშვილი.