სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

21 იანვარი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია. მედიკოსების ცნობით, კლინიკაში შესვლისას ორსულად იყო. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა თავად მშობიარის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეს “ღორის გრიპით” გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ფაქტია.