ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას წლის საუკეთესო თეატრალური მერის წოდება მიენიჭა. გიორგი ჭიღვარია თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმესა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის გადაეცა.
. სიგელი გიორგი ჭიღვარიას სცენაზე ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ გადასცა.
ცერემონია 14 იანვარს ქართული თეატრის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაიმართა, რომელიც თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდა.
ჭიღვარიას მსგავსად წოდება მიენიჭათ ბოლნისის, ოზურგეთის, თელავის მერებს.
სიგელები ქართული თეატრის დღეს თეატრალებს სხვადასხვა ნომინაციაში მიენიჭათ.