ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ერთ ღამეში 4 სასურსათო მაღაზია გაძარცვეს

27 იანვარი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში ერთ ღამეში 4 სასურსათო მაღაზია გაძარცვეს

ქუთაისში ნიკეასა და ვაკისუბნის დასახლებებში 4 სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მაღაზიებიდან წაღებულია თანხა. ამ დროისთვის თანხის ოდენობა დაუზუსტებელია.

შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ბოლო პერიოდში მაღაზიების გაქურდვის ფაქტები გახშირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ქურდობაში არასრულწლოვანი ფიგურირებს, რომელიც იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.