2020 წლისთვის მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება
2020 წლისთვის მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, წელს კი “კატის” გამოცდები უქმდება მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის და ისინი გამოცდებს აღარ ჩააბარებენ – ეს სიახლე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე გააჟღერა.
“2020 წლისთვის სრულად გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასისთვის და მოსწავლეები ატესტატს სკოლაში აკადემიური მოსწრების საფუძველზე მოხდება”, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.
მისი თქმით, სკოლასთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ექნება ურთიერთობა და ნებისმიერ საკითხზე დახმარებას საჭიროებისამებრ გაუწევს, მათ შორის კონსულტაციების სახით.
2019 წელს კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გამოსაშვები გამოცდები 11 კლასელთათვის მოიხსნება, 12-კლასში შენარჩუნდება, რათა ციკლი დასრულდეს.
“იმ პირებს ვინც წინა წლებში ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა მე–11 კლასის გამოცდაზე, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება გამოცდების ჩაბარება”, – თქვა სოფო გორგოძემ.
“ეს გადაწყვეტილებები კვლევებისა და მსჯელობის შემდეგ მივიღეთ და ვეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი. ორიენტაცია კეთდება რეალურ ცოდნაზე და არა გამოცდაზე სკოლაში”, – განმარტა სოფო გორგოძემ.
edu.aris.ge
ავტორი: ნიუპრესი