ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში შეიარაღებულმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა

30 იანვარი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში შეიარაღებულმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა

ქუთაისში მაღაზია დააყაჩაღეს, მეორე კი გაქურდეს. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე წუხელ მოხდა.

მაღაზიის მოლარე აცხადებს, რომ 9 საათზე მაღაზიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და ფული მოითხოვა, შემდეგ კი თანხა სალაროდან თვითონ ამოიღო და გაიქცა.

მისივე თქმით, ყაჩაღს ნიღაბი ეკეთა. გაქურდეს აგრეთვე ერთი მაღაზია, რომელიც ასევე რამდენიმე დღის წინ არის განაძარცვი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.