ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

2 თებერვალი, 2019 • ნიუპრესი • 1

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

2-3 თებერვალს, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვალამდე საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.