ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა.
ფოტო:ესმერალდა კუპრაძე