ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხონში მაღაზიის ძარცვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

5 თებერვალი, 2019 • ნიუპრესი • 1

ხონში მაღაზიის ძარცვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი  დააკავეს

ხონში მაღაზიის ძარცვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ა. არის დაკავებული.

მას ბრალად ედება 3 თებერვალს ხონში, მოქალაქის კუთვნილი მაღაზიიდან 1200 ლარი მოპარვა. პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.