სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქურდების შემთხვევებში ძირითადად არასრულწლოვნები ფიგურირებენ – შსს

5 თებერვალი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქურდების შემთხვევებში ძირითადად არასრულწლოვნები ფიგურირებენ – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქურდობის შემთხვევებში ძირითადად არასრულწლოვნები მონაწილეობენ.

,,ეს არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც ძირითად შემთხვევებში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ვგულისხმობ, როგორ 14-18 წლის, ისე 14 წლამდე პირებს და ეს კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და ბუნებრივია ბრიფინგი ამ საკითხზე სასაუბროდ არ გვეყოფა“, -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რიგ დანაშაულებში რიცხვობრივ ზრდას აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას უკავშირებს.
,,დანაშაულის მცირედ ნიშანს მაინც თუ შეიცავს შეტყობინება, ან ზოგჯერ, საერთოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს – მაგალითად, მოქალაქე მოდის და აცხადებს, რომ ტელეფონი კი არ მოპარეს, არამედ დაკარგა, მაგრამ პოლიციელს რეალურად ეჭვი აქვს, რომ ეს იყო ქურდობა – ასეთ ფაქტებზეც იწყება გამოძიება. ანუ, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს რეგისტრაცია გაუმჯობესებულია და დანაშაულის ზრდის 44% მოდის ქურდობაზე. რაც შეეხება, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქურდობას – ეს არის ის კატეგორია, სადაც რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ პრევენციაზე“ – განაცხადა მეზვრიშვილმა და ხაზი გაუსვა,
რომ ამ მიზნით 2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების რაოდენობა გასამმაგდა და იგივე ტენდენცია 2019-შიც გაგრძელდება.