|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2025 წელს ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა

საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყნების პირველ ოცეულშია. BPN.GE-ს ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ვებგვერდზე გავრცელდა.

სააგენტოს ცნობით, 2025 წელს ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა.

ანგარიშის თანახმად, საქართველო სიაში მე-17 ადგილზეა და ამ განაცხადების რაოდენობით ჰაიტის (მე-18 ადგილი), გვინეასა (მე-19) და ერაყს (მე-20) უსწრებს, ხოლო ერთი პოზიციით წინ მყოფ ერიტრეას, თითქმის, უტოლდება.

„2025 წელს EUAA-მ საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ 15 295 განაცხადი დაარეგისტრირა. აქედან პირველადი განაცხადი 12 788 იყო, ხოლო გადაწყვეტილება 12 408 განაცხადზე გამოიტანეს. სტატუსის მინიჭების საერთო დადებითი მაჩვენებელი 0.05%-ს, ხოლო უარყოფითი 0.95%-ს შეადგენს. 11 577 განაცხადი განხილვის პროცესში იყო, ხოლო 1 026 უკან გაიწვიეს.

ევროკავშირის ტოპ 3 ქვეყანა, სადაც ქართველები თავშესაფარს ითხოვდნენ, საფრანგეთი, იტალია და გერმანიაა. პირველ ინსტანციაში აღიარების, ანუ სტატუსის მინიჭების მაჩვენებელმა საფრანგეთში 6%, იტალიაში 4%, გერმანიაში კი 0% შეადგინა.

რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, ანალოგიური 0%-იანი აღიარების მაჩვენებელია საბერძნეთში, ნიდერლანდებში 3%, ავსტრიაში - 7%, ირლანდიაში - 9%, ესპანეთში - 12%, ხოლო ბელგიაში 23%-ია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 წყარო BPN.GE

ავტორი: