2025 წელს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
2025 წელს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დაბადებულთა და გარდაცვლილთა 6 452 ადამიანია.
მათივე ცნობით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა და მან 44 319 ერთეული შეადგინა.
გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში – 12 743 კაცი, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 585 კაცი.
საქსტატის 2025 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა, ანუ 1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 7.6 პრომილე შეადგინა, ხოლო 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა – 9.1 პრომილე.
2025 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, რაც ნიშნავს სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის და -6 452 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
ავტორი:


17:22
16:31
14:20
12:16
















