იმერეთის ვიცე გუბერნატორის გრიგოლ დალაქიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იმერეთის გუბერნიაში ადასტურებენ.
როგორც გუბერნიაში აცხადებენ, დალაქიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გრიგოლ დალაქიშვილი ამ პოსტზე 2017 წელს დაინიშნა.