დავითობასთან” დაკავშირებით ქუთაისის მერიამ, გელათის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი დანიშნა. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 8 თებერვალს გელათის სამონასტრო კომპლექსისკენ და პირიქით უფასოდ გადაადგილდნენ.
ტრანსპორტი ყოველ ნახევარ საათში დილის 8 საათიდან შუადღის 15 საათამდე იმუშავებს.
მიკროავტობუსები გელათის მიმართულებით ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან, ე.წ. “კოლონადებიდან” გადაადგილდებიან.