თურქეთი “ისლამური სახელმწიფოსა” და ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ნატო-ში საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა.
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთმა ალიანსის ხელშეკრულების მეოთხე მუხლი გამოიყენა, რომელიც ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, პარტნიორების საგანგებო სხდომა მოიწვიოს, თუ მის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება. სტოლტენბერგის თქმით, მას სატელეფონო საუბარი თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავითოღულსთან ჰქონდა და მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის პოლიტიკისადმი “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში. BBC-ის ინფორმაციით, შეხვედრა ელჩების დონეზე ბრიუსელში ხვალ უნდა გაიმართოს.
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებზე” საჰაერო იერიშები მიიტანა.
თურქეთი ნატო-ში საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა
27 ივლისი, 2015 • ნიუპრესი • 1
თეგები: თურქეთი • ნატო • სხდომა • უცხოეთი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები