სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

12 თებერვალი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

ენერგო პრო ჯორჯიას ქუთაისის რესურსცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 თებერვალს მაღალი ძაბვის ქვესადგურ “ბაკისუბანში” დაგეგმილი სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. ქუთაისში ნიკეას, ლომოურის, კ. გამსახურდიას, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე, ნაწილობრივ – ილია ჭავჭავაძის გამზირს.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება..