ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 60 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩარხში მოყვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე უბედურ შემთხვევას ადასტურებენ, თუმცა კონკრეტულად რა მოხდა, აღნიშნულის განმარტებისგან თავს იკავებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლით დაიწყო.
ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში მამაკაცი დაიღუპა
14 თებერვალი, 2019 • ნიუპრესი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები