ნიკოლოზ ბასილაშვილმა “ჩელენჯერის” კატეგორიის ტურნირი მოიგო. ტურნირი ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში გამართული ტურნირი (საპრიზო ფონდი 42 500) ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ნიკოლოზმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის 122-ე ნომერი, რუსი ანდეი კუზნეცოვი 3 სეტში 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა. ბასილაშვილს რუსის დასამარცხებლად 2 საათი და 18 წუთი დასჭირდა. ნიკოლოზმა 5 ეისი ჩააწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა. კუზნეცოვს 7 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 6 150 ევრო მოიგო და რეიტინგში 90 ქულა დაიმატა. ამ დროისთვის ლაივ-რეიტინგში ბასილაშვილი 90-ე ადგილზე იმყოფება. ხვალ კი ოფიციალურად განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდება და პირველი შემთხვევა იქნება, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 100 საუკეთესო ჩოგბურთელკს შორის იქნება.
ამ კვირას ბასილაშვილი იტალიაში ბიელას საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.