გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შეეგად 21 მოზარდი (16 წლამდე) დაიღუპა, მათ შორის 8 ქვეითი, დაშავდა 1012 მოზარდი, რომელთაგან 343 ქვეითი იყო.
არსებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ავტოავარიები 6%- ით გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა – 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა.
საგზაო უსაფრთოების საკითხებზე დღეს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ქუთაისის მერიასთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა/დისკუსიას, სახელწოდებით #იარენელა მართავს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. შეხვედრის ბოლოს კი გაიმართება ინტერაქტიული დისკუსია.