გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.
ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
20 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.