საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ადგილობრივ თვითმმართველობებს ქონებას მიზანშეწონილობის შესაბამისად გადასცემს, ეს მიმდინარე პროცესია და ჩვენ ყოველთვის გადავცემთ თვითმმართველობას ქონებას, როდესაც ეს არის მიზანშეწონილი”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თვითმმართველობების მოთხოვნაზე მათ ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო მიწების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი162-ე მუხლის თანახმად, იუსტიციის, რეგიონული განვითარების, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის გრაფიკი და წესი მთავრობისთვის 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა წარედგინათ, ამ მიმართულებით სამუშაოები 2 წლის შემდეგაც არ დაწყებულა. ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად სწორედ ამ საკითხს აყენებენ.
ეკონომიკის მინისტრი ჯერ კიდევ ვერ აკონკრეტებს, გადაეცემათ თუ არა მუნიციპალიტეტებს სასოფლო-სამეურნეო მიწები, მათ შორის, საძოვრები, რომელიც არაერთი მუნიციპალიტიტისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იქნებოდა. „ახლა შემუშავების პროცესში ვართ და ვნახოთ“, – განაცხადა მინისტრმა.
7 თვეა, საქართველოს მთავრობა მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემაა.
აღნიშნული პრობლემის გამო, ქუთაისში რამდენიმე პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა.
droa.ge