ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების თარიღი ცნობილია

24 თებერვალი, 2019 • ნიუპრესი • 1

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების თარიღი ცნობილია

სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირის განმავლობაში, 8-დან 15 მარტის ჩათვლით არის, მაგრამ რადგან 16 მარტი შაბათია, სასწავლო პროცესი18 მარტს განახლდება.

მოსწავლეებს დასვენება აპრილის თვეშიც 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ტრადიციულად უქმე იქნება წითელი პარასკევი და აღდგომის მომდევნო ორშაბათი, შესაბამისად, მოსწავლეები 26-დან 29 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.