სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წელს მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის გამოცდები აღარ დაინიშნება

25 თებერვალი, 2019 • ნიუპრესი • 1

წელს მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის გამოცდები აღარ დაინიშნება

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, აქცენტი მე-6 და მე-10 კლასელების ეროვნულ შეფასებაზე გაკეთდება. თუმცა დღეს განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ წელს მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის გამოცდების დანიშვნა არ იგეგმება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა გამოცდების ახალ მოდელზე:

“გვინდა, რომ უკვე შემოდგომიდან დავიწყოთ მ-10 კლასის მოდელის და ინსტრუმენტების პილოტირება. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს გამოცდების დამატება არ მოხდება არც მე-6 და არც მე-10 კლასში.

ახალ მოდელზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და გვსურს, რომ 2020 წლის ზაფხულისთვის ახალი ინსტრუმენტი დავნერგოთ და ეს იქნება საყოველთაო გამოცდების სახით”, – თქვა ირინა აბულაძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.