სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლები გაიხსნა

27 თებერვალი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლები  გაიხსნა

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული სკოლები გაიხსნა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ქალაქის #30-ე და #36-ე საჯარო სკოლებს ჩაუტარდა.

ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, იმერეთის გუბერნატორი – შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 71 საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამათგან რეაბილიტაცია ქუთაისის რვა საჯაროს სკოლაში ტარდება.