ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი უმრავლესობის რიგების დატოვებას არ გამორიცხავს.
„მორალურად მიუღებელი იქნება, თან ვიყო უმრავლესობაში და თან ვიყო წინააღმდეგი რიგი საკითხებისა. ასე რომ, ამას არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარი.
მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ გარკვეული გარემოებების გამო 2024 წლამდე პროცესის გადავადება შესაძლებელი იყო სასამართლო სისტემაში უფრო ჯანსაღი შემადგენლობის მისაღებად.